„საქსტატი“ - 2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა - Palitra News

„საქსტატი“ - 2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა

2026-06-30 11:18:40+04:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.