პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა პოლონეთისგან „მიგ-29“ თვითმფრინავებს ვერ მიიღებს - Palitra News

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა პოლონეთისგან „მიგ-29“ თვითმფრინავებს ვერ მიიღებს

2026-06-30 11:19:33+04:00

უკრაინა პოლონეთისგან „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავებს ვერ მიიღებს, რადგან ვარშავას კიევისგან დრონები არ მიუღია, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა Polsat News-ს განუცხადა.

მისი თქმით, პოლონეთმა „პარტნიორული მიდგომა“ შესთავაზა და უკრაინამ ის მიიღო, მაგრამ ვერ განახორციელა.

„ამიტომ, უკრაინისთვის MiG-ები არ არის, რადგან პოლონეთისთვის დრონები ან დრონების შესაძლებლობები არ არის“, - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინას ამჟამად დრონების სფეროში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს.

„მათ იმდენად ფართო შესაძლებლობები აქვთ, რომ როდესაც სამხედრო ტექნიკას აწვდიან, საუბარია ზოგჯერ სიმბოლურ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე : „ნოუ-ჰაუს“ გაზიარებაზე და ტექნოლოგიებზე ნაწილობრივი წვდომის უზრუნველყოფაზე. ისინი მართლაც ძალიან ძლიერები არიან ამაში და ისინი დათანხმდნენ, მაგრამ შემდეგ უკან დაიხიეს ამ შეთანხმებებიდან“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.