როდის გადაიყვანენ ელენე ხოშტარიას კლინიკაში - Palitra News

როდის გადაიყვანენ ელენე ხოშტარიას კლინიკაში

2026-06-30 12:37:47+04:00

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი რუსთავის ციხიდან კლინიკა ვივამედში?! - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ელენე ხოშტარია მკურნალობას სამოქალაქო კლინიკაში გააგრძელებს. ექიმის განმარტებით, დეტალური კვლევების შემდეგ გადაწყდება რა ფორმით წარიმართება მკურნალობა და ჩაერთვება თუ არა მონიტორინგის პროცესში უცხოეული სპეციალისტი. ოპოზიციაში აცხადებენ რომ სახელმწიფომ ხოშტარიას ვივამედში გადაყვანა დააგვიანა, თუმცა მათივე თქმით, მიღწეული შედეგი მაინც საზოგადოების კიდევ ერთი გამარჯვებაა.