უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს. უწყების ცნობით, კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაეროს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.