ბანკების მიერ გაცემული სესხები კვლავ გაიზარდა. მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის, კომერციული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 73 მილიარდ 390 მილიონ ლარს გადააჭარბა, - წერს ეროვნული ბანკი თავის ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ წინა თვესთან, ანუ მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით გაცემული სესხების მოცულობა 0.69%-ით გაიზარდა, რაც თანხობრივ განზომილებაში 504 მლნ ლარზე მეტია. ხოლო სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14%-ს გადააჭარბა. აქვე ვალუტების მიხედვით გეტყვით, რომ მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.92%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.39%-ით გაიზარდა. „რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2026 წლის მაისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 21 მილიარდ ლარზე მეტი. მიმდინარე წლის მაისის განმავლობაში 1.14%-ით, გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 38 მილიარდ 680 მილიონი ლარი შეადგინა. 2026 წლის მაისის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.64% შეადგინა.