ბოლო ხუთ წელიწადში, საქართველოში ჩინური ბიზნესის რეგისტრაცია 2.5-ჯერ გაიზარდა - Palitra News

ბოლო ხუთ წელიწადში, საქართველოში ჩინური ბიზნესის რეგისტრაცია 2.5-ჯერ გაიზარდა

2026-06-30 14:01:10+04:00

ბოლო ხუთ წელიწადში, საქართველოში ჩინური ბიზნესის რეგისტრაცია 2.5-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ ამ წლის 5 თვეში, ქვეყანაში 121 ისეთი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რომელთა მესაკუთრეებს შორის ჩინეთის მოქალაქეები არიან ან ჩინური კომპანიები ფიგურირებენ.

საინტერესოა მზარდი დინამიკაც. ასე მაგალითად, თუ 2021 წელს ქვეყანაში სულ 130 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, 2025-ში ახლადდაფუზნებული ჩინური ბიზნესსუბიქეტების რაოდენობა 320-მდე გაიზარდა. ჯამში კი, 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ქვეყანაში 1 173 ისეთი ბიზნესი დარეგისსტირდა, სადაც მესაკუთრეებს შორის ჩინეთის მოქალაქეები არიან, ან ჩინური კომპანია ფიგურირებს. აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 1 127 945 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 275 823 კომპანია, ანუ 24%-ია მოქმედი. რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბიზნესი - საბითუმო და საცალო ვაჭრობას ახორციელებს ან ავტომობილების და მოტოციკლების რემონტს ეწევა, თუმცა მათი ნახევარზე მეტიც არ ფუნქციონირებს, ანუ კომპანია მხოლოდ ფორმალურად, ქაღალდეზე არსებობს.