კახა კალაძე კითხვას: აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას? - არ გამოვრიცხავ, რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნების: თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ლიდერები - Palitra News

კახა კალაძე კითხვას: აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას? - არ გამოვრიცხავ, რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნების: თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ლიდერები

2026-06-30 14:02:12+04:00

რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ის არ გამორიცხავს მიხეილ ყაველაშვილის წასვლას დაკრძალვაზე.

„[მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას] არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია.

რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მზად ვართ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, თავიანთი ცრუ განცხადებებით, არასამართლიანი გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესწევს ძალა, ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით იყო, მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან. უცხოური მედიის ცნობით, ცხრა ივლისს, ირანში თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.