აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 2025 წლის 22 ნოემბერს, აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა და დააზიანა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 4 თვეში დატოვებს - Palitra News

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 2025 წლის 22 ნოემბერს, აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა და დააზიანა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 4 თვეში დატოვებს

2026-06-30 15:24:45+04:00

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მხარეებს შორის მიღებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დაამტკიცა. შეთანხმების მიხედვით, თამარ ლორთქიფანიძეს 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.

ცნობისთვის, თამარ ლორთქიფანიძე 2025 წლის 22 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანის სახურავზე ავიდა და ფეხების არაერთგზის დარტყმით დააზიანა სახურავი და ძრავის სახურავი. გამოძიების ინფორმაციით, მიყენებულმა ზიანმა 3300 ლარი შეადგინა.

ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.