გურამ როგავასა და სპეცრაზმელების საქმე - რას ეჭვობს ჟურნალისტი - Palitra News

გურამ როგავასა და სპეცრაზმელების საქმე - რას ეჭვობს ჟურნალისტი

2026-06-30 15:46:51+04:00

ჟურნალისტ, გურამ როგავას აქვს ეჭვი, რომ მის მიმართ აქციაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელი სინამდვილეში მასზე თავდასხმელი არ არის და პირი, რომელმაც ჟურნალისტზე იძალადა გამოკითვაზე არ დაუბარებიათ. გურამ როგავა ამბობს, რომ ვიდეოკადრებში ასახული პირისა და სასამართლო დარბაზში მყოფი პირის ფიზიკური მონაცემები განსხვავებულია. ეჭვები აქვს დაზარალებულ მომიტინგე ზვიად მაისაშვილსაც. მაისაშვილი ამბობს, რომ მასზე ძალადობის მომენტში სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული, ამიტომ შეუძლებელია იცოდეს არიან თუ არა დაკავებული სპეცრაზმელები სინამდვილეში მასზე თავდასხმელები. რას ამბობს გამოძიება და რა კითხვები აქვთ დაზარალებულებს.