პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანის განცხადებით, ელენე ხოშტარიას “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან, თუმცა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან ჯერ არავინ დაჰკავშირებია და არ აქვს ინფორმაცია, როდის გადაიყვანენ კლინიკაში ელენე ხოშტარიას. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თანხმობა განაცხადა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორმაც.