საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერსს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა - გადაიტვირთება თუ არა ქართულ -გერმანული ურთიერთობები - Palitra News

საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერსს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა - გადაიტვირთება თუ არა ქართულ -გერმანული ურთიერთობები

2026-06-30 15:51:38+04:00

საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერსს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. დიპლომატი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს მოქალაქეებს უკვე დაემშვიდობა. ვიდრე, გერმანია ახალ წარმომადგენელს გამოგზავნის, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო წლებში, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს იხსენებენ. მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის ქართული მხარე მადლიერებას გამოხატავს, თუმცა ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ პიტე ფიშერმა ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია და ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩის. როგორ გაგრძელდება ურთიერთობები უკვე ახალი ელჩის პირობებში?!