როგორ ეხმაურებიან საქართველოში კობახიძის ყაზახეთში ვიზიტს - Palitra News

როგორ ეხმაურებიან საქართველოში კობახიძის ყაზახეთში ვიზიტს

2026-06-30 15:53:03+04:00

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შემდეგ საქართველოს პრემიერ - მინისტრი ამჯერად ყაზახეთში ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ვიზიტი ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის ისტორიულია და ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ექნება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთანაც აკავშირებს, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა აშშ-თან სტარტეგიული პარტნიორობის აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მმართველი პარტია მრავალვექტორულ დიპლომატიის გზას, ირჩევს, რაც მათივე განმარტებით, არა პარტნიორებს შორის არჩევანს, არამედ მეტი პარტნიორის შეძენას ნიშნავს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მრავალვექტორული პოლიტიკის სახელით სინამდვილეში ევროპული საგარეო კურსიდან გადახვევას ცდილობს.