მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება - Palitra News

მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება

2026-06-30 17:30:32+04:00

შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება, - ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს კრიზისი დროებითია. რუსეთმა თავისი გზა აირჩია და უკან დასახევი გზა აღარ არის. ჩვენ ღრმა, სტრუქტურული და ხანგრძლივი სტრატეგიული დაპირისპირების მდგომარეობაში ვართ და უბრალოდ ვერ ვისურვებთ, რომ ეს ყველაფერი თავისით გაქრება“, - განაცხადა შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტომას ნილსონმა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა კვლავ სირთულეებს განიცდის, თუმცა უახლოეს მომავალში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის რეჟიმის სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება.

„პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად ლიკვიდირებულია - გაძევების, დაკავების ან უარეს შემთხვევაში, მკვლელობის გზით. არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია საზოგადოებრივი უკმაყოფილება პოლიტიკურ ალტერნატივად აქციოს“, - აღნიშნა შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.