რეჯეფ თაიფ ერდოღანი კაია კალასს შეხვდა - Palitra News

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კაია კალასს შეხვდა

2026-06-30 18:25:28+04:00

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,კაია კალასს შეხვდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმაც მიიღეს.

„ჩვენ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, ასევე, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება გვსურს“, - წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.