„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციის შემდეგ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს შორის დიალოგის გაძლიერება აუცილებელია. მისივე შეფასებით, წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფებს შორის კომუნიკაცია პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო, თუმცა ახლა პოზიტიური ცვლილებების ნიშნები უკვე ჩანს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უარყო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმა არ აქვს. განცხადება მან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციის დამთავრების შემდეგ გააკეთა.