26 ივნისის ინციდენტზე „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართავს - Palitra News

26 ივნისის ინციდენტზე „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართავს

2026-06-30 20:34:00+04:00

პარლამენტში 26 ივნისს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას გამოძიების დაწყებას ოფიციალურად სთხოვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათზე განხორციელებული ძალადობა წინასწარ იყო ორგანიზებული და მიუხედავად საჯაროდ გავრცელებული კადრებისა, საქმეზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. დეპუტატ ტატა ხვედელიანის განცხადებით, ინციდენტს სამართალდამცველებიც ესწრებოდნენ, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. მისივე შეფასებით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის კითხვებს ეკონომიკაზე, ანექსიის პროცესებსა და სოციალურ საკითხებზე პასუხი ვერ გასცა. პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ.