ევროკავშირმა უკრაინას 90-მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში გადაურიცხა - Palitra News

ევროკავშირმა უკრაინას 90-მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში გადაურიცხა

2026-06-30 20:45:43+04:00

ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სასესხო პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში გადაურიცხა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 მილიარდი ევროდან ქვეყანამ უკვე 3.9 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად დაიხარჯება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს დაფინანსება უკრაინას მოქალაქეების დაცვის, სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები 40-დღიან სამხედრო ოპერაციას კვლავ აგრძელებენ.