აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაბადებისთანავე მინიჭებულ მოქალაქეობის საკითხზე სასამართლო წააგო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მცდელობების წინააღმდეგ მისცა ხმა, გააუქმოს დაბადებისთანავე მინიჭებული მოქალაქეობა, რომელიც საუკუნეზე მეტია რაც არსებობს, შესაბამისად, ბათილად ცნო აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მისი დღის წესრიგის საკვანძო კომპონენტი იყო.
კერძოდ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 6-3 ხმათა თანაფარდობით მიღებული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ბათილად ცნო და ძალაში დატოვა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების საუკუნოვანი პრინციპი.
CNN-ის თანახმად, ეს აშშ-ის პრეზიდენტის დიდი მარცხია, რომლის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი “სამშობიარო ტურიზმის” დასრულება, არალეგალური და ლეგალური მიგრაციის შემცირება იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ტოვებს ინტერპრეტაციას, რომ ყველა, ვინც შეერთებულ შტატებშია დაბადებული, აშშ-ის მოქალაქეა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ბავშვის მშობლები მოქალაქეები.