კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - Palitra News

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

2026-06-30 22:02:39+04:00

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.