ტატა ხვედელიანი - „ოცნებას“ სალაპარაკო აღარაფერი აქვს და გეუბნებათ: ან ციხეში ჩაგსვამთ, ან ვიძალადებთ თქვენზე - ჩვენ დავინახეთ გაშიშვლებული სისტემა - Palitra News

ტატა ხვედელიანი - „ოცნებას“ სალაპარაკო აღარაფერი აქვს და გეუბნებათ: ან ციხეში ჩაგსვამთ, ან ვიძალადებთ თქვენზე - ჩვენ დავინახეთ გაშიშვლებული სისტემა

2026-06-30 22:07:17+04:00

საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი არ იყო ჩხუბი, ეს იყო ძალადობა - ჩვენ დავინახეთ გაშიშვლებული სისტემა, „ოცნება“ გეუბნებათ, რომ თქვენ ან ციხეში ჩაგსვამთ ან იძალადებს თქვენზე , - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის ვერცერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი, სწორედ ამიტომ სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ „ეს სირცხვილი ჩამოერეცხა კობახიძისთვის და გასცა ძალადობის ბრძანება“.

„ეს არის სისტემური დანაშაული და ეს ფაქტია. საქართველოს პარლამენტში მომხდარი ძალადობა არ იყო სიახლე, თვეების განმავლობაში ადამიანები უფრო უარეს ტკივილს და უარეს მდგომარეობას განიცდიდნენ. 500-მდე დაზარალებული დაზარალებული გვყავს და ხუთი დასჯილი ისიც იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა უფრო ადრე შეიტყვეს მათი ვინაობის შესახებ და ამ ხუთ ადამიანზე გადაატარეს ქართველი ხალხის ტანჯვა-წამება. ეს არის რეალობა და ეს არის მძიმე ბრძოლა.

მოხდა ის, რაც მოხდა, ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ გაშიშვლებული სისტემა. „ოცნება“ გეუბნებათ, რომ თქვენ ან ციხეში ჩაგსვამთ ან იძალადებს თქვენზე. მათ სალაპარაკო აღარაფერი აქვთ, მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

პრემიერ-მინისტრს რომ არ ჰქონდა პასუხები შეკითხვებზე, ამიტომაც ბატონმა გენერალ-კოორდინატორმა [მამუკა მდინარაძე] დააორგანიზა[ძალადობა]. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ როდესაც პრემიერი მოდიოდა ანგარიშით, მას ვერ ექნებოდა პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ. მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად ეს სირცხვილი ჩამოერეცხა კობახიძისთვის და გასცა ბრძანება, რომლის აღსრულებაც დაიწყო ხელაძემ და შემდგე უკვე კოლექტიური არჩილ გორდულაძეები თავს დაესხნენ ორგანიზებულად ჩვენს ფრაქციას და არ არჩევდნენ არც ქალს და არც კაცს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.