ურსულა ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი დღეს და ხვალ აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი დღეს და ხვალ აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან

2026-07-01 10:05:59+04:00

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს და ხვალ აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანს ასევე ეწვევა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

„მათ შორის: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადების გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა“, - აღნიშნა პინიომ.

ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციები გაიმართება.