პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა - Palitra News

პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა

2026-07-01 12:24:11+04:00

პაკისტანის აღმოსავლეთ ქალაქ ლაჰორში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად თოთხმეტი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი პაკისტანის სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულები ხუთიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

პენჯაბის ინფორმაციის მინისტრმა აზმა ბოხარიმ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სარეპეტიტორო ცენტრი არარეგისტრირებული იყო და ფუნქციონირებდა კერძო საცხოვრებელ შენობაში. ასეთი ცენტრები გავრცელებულია მთელ პაკისტანში, სადაც ბავშვები ჩვეულებრივი სასწავლო საათების მიღმა დამატებით გაკვეთილებს ესწრებიან.

„თუ დაუდევრობა, გულგრილობა ან კანონის ნებისმიერი დარღვევა დადგინდება, პასუხისმგებელ პირებს მკაცრი სამართლებრივი პასუხი მოეთხოვებათ“, - განაცხადა ბოხარიმ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის ორი ადამიანია დაკავებული.