როდის გადაიყვანენ ელენე ხოშტარიას კლინიკაში - Palitra News

როდის გადაიყვანენ ელენე ხოშტარიას კლინიკაში

2026-07-01 12:39:14+04:00

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, დამატებითი გამოკვლევები კლინიკა „ვივამედში“ ჩაუტარდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექიმებმა, ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა მისი მდგომარეობის გაუარესებაზე საჯაროდ ისაუბრეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხოშტარია უსაფუძვლო ბრალდებით არის დაპატიმრებული და პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე მმართველ გუნდს აკისრებენ. მათივე შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თავად ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებებში მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ბრძოლას მომავალშიც აგრძელებს.