რაზე იმსჯელებენ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში საქართველოზე - Palitra News

რაზე იმსჯელებენ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში საქართველოზე

2026-07-01 12:40:01+04:00

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას განიხილავენ და ამ ღონისძიებას პარტია „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი დაესწრება - როგორც ცნობილია, იგი საბჭოს წინაშე მოკლე ზეპირ მოხსენებას წარადგენს და საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს. სხდომა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე სესიის ფარგლებში იმართება, სადაც წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის მდგომარეობას აფასებენ.