გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე, ლაშა მაღრაძე, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - Palitra News

გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე, ლაშა მაღრაძე, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2026-07-01 12:41:07+04:00

ნიუ-იორკში, გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე, ლაშა მაღრაძე, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან გლობალური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მაღრაძის განცხადებით, საქართველო ტერორიზმის ყველა ფორმას მკაცრად ეწინააღმდეგება და ამ მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. მისივე თქმით, ქვეყანა ანტიტერორისტული სტრატეგიის შესაბამისად მუდმივად ატარებს ღონისძიებებს ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი გიორგი ბერიანიძეც მონაწილეობდა.