საქართველოში დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, სადაც სამხედროების მხარდაჭერისა და მათი რეაბილიტაციის საკითხებზე ყურადღება გამახვილდა.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სამინისტრო დაჭრილი სამხედროების სამედიცინო, სოციალური და სარეაბილიტაციო მხარდაჭერის პროგრამებს აგრძელებს. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის განკუთვნილი ყოველთვიური დანამატი 50 პროცენტით გაიზრდება. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო დაჭრილი მებრძოლების სპორტული მიღწევებისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა. კვირეულის მიზანი სამხედროების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.