ვალერი ზალუჟნი, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციებისთვის დაიბარეს - Palitra News

ვალერი ზალუჟნი, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციებისთვის დაიბარეს

2026-07-01 12:44:19+04:00

უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი და გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნის ელჩი ვალერი ზალუჟნი, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციებისთვის დაიბარეს. გამოცემის წყაროების ცნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა შესაძლო შემოდგომის არჩევნები და მათი გავლენა ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე იყო. იმავე ინფორმაციით, ზელენსკიმ ზალუჟნის ჰკითხა, გეგმავდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა. წყაროების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობასაც განიხილავდნენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მოგვიანებით ზალუჟნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც შეხვდნენ, თუმცა მისი პოზიცია უცვლელი დარჩა.