ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რეგიონის ქვეყნებში რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები, ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, - ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკუთხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასვლას შეეხებოდა.
მათიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება ხდებოდა აქამდეც, ხდება დღეს და მოხდება მომავალშიც.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რეგიონის ქვეყნებში რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები, ხელმძღვანელები, წარმომადგენლები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. ეს ხდებოდა აქამდეც, ხდება დღეს და მოხდება მომავალშიც. ჩვენ ვნახეთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ირანის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ახლა კი აბსოლუტურად ჩვეულებრივ, საერთაშორისო დიპლომატიისთვის დამახასიათებელ და აუცილებელ ფაქტორს: ინაუგურაცია იქნება, დაკრძალვა თუ ა.შ. ქვეყნის პირველი პირები, სასულიერო ლიდერები და ა.შ. ესწრებიან რეგიონის ქვეყნები. ცდილობენ აბსურდს, რომ ეს მონათლონ ჩვენი სახელმწიფოს ისეთ პოლიტიკად, რომელსაც სახელმწიფო არ აწარმოებს.
საქართველოსა და ირანს შორის არსებული მინიმალური ეკონომიკური ურთიერთობაც ამის დასტურია”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.