სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში, 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.