ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება. ხოშტარიას ექიმები ამბობენ, რომ შეეცდებიან პროცესში საზღვარგარეთიდან ქართველი და უცხოელი ექიმებიც ჩართონ. პატიმარი ოპოზიციონერი ლიდერის მკურნალობის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს საექიმო პერსონალი კლინიკა ვივამედიდან, სადაც ელენე ხოშტარია უნდა მოათავსონ. კლინიკა მხოლოდ ინფრასტრუქტურას გამოყოფს. ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნებართვა გაცემულია, თუმცა უცნობია, როდის გადმოიყვანენ დროას ლიდერს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში.