სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

2026-07-01 15:43:54+04:00

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ - შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.