არსებული რკინიგზის გამოყენებით, დედაქალაქი შესაძლოა მცხეთასთან, რუსთავთან, აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირდეს - რას აანონსებს თბილისის მერია - Palitra News

არსებული რკინიგზის გამოყენებით, დედაქალაქი შესაძლოა მცხეთასთან, რუსთავთან, აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირდეს - რას აანონსებს თბილისის მერია

2026-07-01 15:46:09+04:00

არსებული რკინიგზის გამოყენებით, დედაქალაქი შესაძლოა მცხეთასთან, რუსთავთან, აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირდეს - საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინიციატივას თბილისის მერია „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. ინტერესთა გამოხატვის ვადა 13 ივლისამდეა განსაზღვრული.