ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.