შსს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებს - ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - Palitra News

შსს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებს - ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2026-07-01 20:25:31+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. მანამდე, ამ საკითხზე დღეს ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. როგორც, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი, იცოდა თუ არა მან დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებითაც არსებობს მტკიცებულებები. მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მუდმივად მიმდინარეობს.