2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება - დარეგისტრირებულია 83 000-ზე მეტი გამოსაცდელი - Palitra News

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება - დარეგისტრირებულია 83 000-ზე მეტი გამოსაცდელი

2026-07-01 20:27:34+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს. 2026 წლის საგამოცდო პროცესი ხვალ, 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. გამოცდებზე დარეგისტრირებულ 83 000-ზე მეტ გამოსაცდელს საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება. 2026 წლის გამოცდები,წელსაც, ტრადიციულად, ორ სესიად ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.