2 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენს - Palitra News

2 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენს

2026-07-01 20:28:50+04:00

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს საკითხს განიხილეს. ერთ-ერთმა მომხსენებელმა ყურადღება ქვეყანაში დემონსტრანტებზე ძალადობასა და დაუსჯელობის სინდრომზე გაამახვილა და გაეროს მმართველი ძალის წინააღმდეგ „კოლექტიური პოლიტიკური ძალისხმევისკენ“ მოუწოდა. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენლის განცხადებით, „საქართველომ უნდა დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო გარემო აღადგინოს. როგორც ც ნობილია, ხვალ, 2 ივლისს, ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშსაც მოისმენენ. როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, უმაღლეს კომისარს საქართველოზე ანგარიშის წარდგენა გასული წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებული რეზოლუციით დაევალა.