ლელო ძლიერი საქართველოში აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოძიების თანახმად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან სათვალთვალო ვიდეო-კამერებს პროგრამულად სანქცირებული რუსული კომპანია უზრუნველყოფს. ირაკლი კუპრაძის შეფასებით, არსებობს ძალიან დიდი საერთაშორისო საგარეო და საშინაო რისკები, რომელიც დამოკიდებული იქნება პუტინის რუსეთისა და ФСБ-ს კონტროლსა და გადაწყვეტილებებზე. კუპრაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია საფრთხეშია.