ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 943-მდე გაიზარდა - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ათიათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. NASA-ს თანამგზავრული მონაცემების პირველადი შეფასების თანახმად, მიწისძვრამ, სავარაუდოდ, 58 870 შენობა დააზიანა ან გაანადგურა. გაერომ განაცხადა, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულ ქვეყანაში ათიათასობით ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება საკვები და თავშესაფარი.