ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესს ექიმების კონსილიუმი დაგეგმავს - Palitra News

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესს ექიმების კონსილიუმი დაგეგმავს

2026-07-01 20:35:40+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, სამკურნალოდ კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ. როგორც ცნობილია, ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ექიმები ამბობენ, რომ შეეცდებიან პროცესში საზღვარგარეთიდან ქართველი და უცხოელი ექიმებიც ჩართონ. ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს საექიმო პერსონალი კლინიკა ვივამედიდან, სადაც ელენე ხოშტარია უნდა მოათავსონ. კლინიკა მხოლოდ ინფრასტრუქტურას გამოყოფს.