ვასო ურუშაძე: საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი უცვლელია - Palitra News

ვასო ურუშაძე: საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი უცვლელია

2026-07-01 20:37:33+04:00

ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის კარტელური შეთანხმება და კორუფციული გარიგება არსებობს. ვასო ურუშაძის განცხადებით, მაშინ როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება, საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი კვლავ უცვლელია, ურუშაძის სიტყვებით, მიზანია, საქართველოს მოქალაქეები ნავთობპროდუქტების, ბენზინისა და დიზელის გაძვირებული ფასის გამო ძარცვონ.