ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიაზე, საბჭოს წევრებს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვით მიმართა, მარიკა მიქიაშვილმა სესიაზე აღნიშნა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესებულია, გაიზარდა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კი სისტემური რეპრესიები მიმდინარეობს. მარიკა მიქიაშვილმა გაეროს მიმართა კოლექტიური პოლიტიკური ძალისხმევა მიმართოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. გუშინდელ სესიაზე, გაეროში საქართველოს თაობაზე შეფასებები გაკეთდა სხვა საერთაშირისო ორგანიზაციების მხრიდანაც , მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ საქართველომ უნდა დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება. საკითხს ეხმაურებიან საქართველოში.