ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გუშინ გადაიყვანეს - როგორ გაგრძელდება მისი მკურნალობა - Palitra News

ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გუშინ გადაიყვანეს - როგორ გაგრძელდება მისი მკურნალობა

2026-07-02 10:24:25+04:00

ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გუშინ გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ოჯახის წევრები, ადვოკატები და პირადი ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კლინიკაში სრული დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდება თუმცა უშუალოდ მკურნალობის პროცესში მხოლოდ მისი პირადი ექიმები ჩაერთვებიან და არა კლინიკა ვივამედის საექიმო პერსონალი. ვივა მედში გადაყვანის შემდეგ, ელენე ხოშტარიას სანახავად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მისი პირადი ექიმებიც, მათი განმარტებით ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო მკურნალობის შესახებ კლინიკის დირექტორს, ასევე მოინახულეს ელენე ხოშტარია და დაგეგმეს უკვე ანალიზები.