პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილებს, როგორც ქუჩაში, ასევე კაფე-რესტორნებში, მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. ბრალდებულები ყოველდღიურად უწესებდნენ არასრულწლოვანებს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე კი, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთარის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.