ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია “ჯერ საქართველო” დაფუძნდა. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ოპოზიციურ ალიანსებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი პოლიტიკური გუნდის შექმნას უპარტიო პოლიტიკოსებიც გეგმავენ, მათ შორის ცოტნე კობერიძე, საბა ბუაძე და ბორის ჩელე ყურუა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები განსხვავებული გზებით “ქართულ ოცნებას”ებრძვიან. ალიანსში შემავალი პარტია “ფედერალისტები” მიესალმებიან ახალი პარტიების დაფუძნებას. როგორც ამბობენ ალიანსმა გამოაცხადა კამპანია “ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს” და კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახვადასხვა კუთხეში მოსახლებას ხვდებიან.