ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკუდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშნავს - Palitra News

ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკუდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშნავს

2026-07-02 10:27:42+04:00

ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკუდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს ამერიკის ელჩის მოვალიების შემსრულებელმა, ალან პერსელმა უმასპინძლა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღეს საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა, სასულიერო პირებმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ყურადღება გაამახვილა იმ ღირებულებებზე რომლებზეც 250 წლის წინ ამერიკული სახელწმწიფო დაფუძნდა. შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს მთავრობის მეთაურმაც. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი რომ უახლოეს პერიოდში 2 ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება.