საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში .გამოცდებისათვის წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. „დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ“ - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.