ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა - მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა - მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ

2026-07-02 12:01:29+04:00

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„სამწუხაროდ, რუსეთის დარტყმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კიევში დარტყმები 20-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის უმეტესობა საცხოვრებელი შენობაა. ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესები“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ახლა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, ჩვენ იმედს ვამყარებთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე Patriot-ის სისტემების ლიცენზიებთან და თანამშრომლობის სხვა ფორმებთან დაკავშირებით. ეს ის ნაბიჯებია, რომელთაც ამ ომის დასრულება და მსგავსი თავდასხმების აღკვეთა შეუძლიათ“, - აცხადებს ზელენსკი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.