„,გვწამს, დადგა დრო, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით“ - ირაკლი კობახიძე ამ სიტყვებით კვლავ აშშ-სა და საქართველოს შორის შორის ურთიერთიერთობების ნორმალიზების საჭიროებაზე საუბრობს. ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გუშინდელ საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკას სთავაზობს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ქართული ოცნება მზაობას გამოხატავს პირდაპირი დიალოგის გზით განსაზღვრონ საერთო პრიორიტეტები და უზრუნველვყონ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ხედავს თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული პარტნიორობის აღდენის შესაძლებლობას ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული გზამკვლევით და რამდენად შესაძლებელია მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევა.