გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე  დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ -  აპირებს თუ არა ქართული მხარე მოთხოვნების შესრულებას - Palitra News

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე  დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ -  აპირებს თუ არა ქართული მხარე მოთხოვნების შესრულებას

2026-07-02 12:50:55+04:00

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ. უმაღლეს კომისარს საქართველოზე ანგარიშის წარდგენა გასული წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებული რეზოლუციით დაევალა. მედიისთვის დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია. კომისარი ანგარიშში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. ისინი ეხება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას და ადამიანის უფლებების დარღვევის იმ „სერიოზულ ბრალდებებს“, რომელსაც საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების გადახედვას, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემოს აღდგენას. დოკუმეტში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. აპირებს თუ არა ქართული მხარე მოთხოვნების შესრულებას?