აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო - რა ხდება საგამოცდო ცენტრებში - Palitra News

აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო - რა ხდება საგამოცდო ცენტრებში

2026-07-02 12:53:45+04:00

2026 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დასრულებულია. ახლა გამომცდელები მეორე სესიაზე შესასვლელად ემზადებიან. გამოცდა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში .გამოცდებისათვის წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.